czwartek, 10 września 2009

პოლიტიკური MIX-პროტესტი

ძველი პოლიტიკური ჰიტის რემიქსი "აზრზე მოდი, ბიჭო!"
ამჯერად აოცებს მაყურებელს უგემოვნოდ დამონტაჟებული ოროგინალური კადრებით ოპოზიციის მიტინგებიდან და ქართული კინემატოგრაფიის კლასიკიდან (ნატვრის ხე, შერეკილები და ა.შ.).

კიდევ კარგი, რომ ამჯერედაც 'მონანიება' არ გარიეს ამ გაუგებრობაში.

- The best video clips are right here

środa, 20 sierpnia 2008

მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო... [Video]


[მაკა წიკლაური, მიშიკო სტალინსკი]
დღეისათვის, რეგისტრაცია შიდა ქართლიდან, იძულებით ადგილმონაცვლებულმა 60-მა ათასმა დევნილმა გაიარა. მათი ნაწილი უკვე განთავსდა სხვადასხვა დროებით საცხოვრებელში, ნაწილი კი დღემდე თავშესაფარს ეძებს.

”პრესა.გე” რამდენიმე ასეთ დროებით საცხოვრებელს ესტუმრა, რომელიც ქალაქ თბილისის, ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის, მე-12 და 210-ე ბაგა-ბაღის შენობაში განათავსეს.

მუსიკალური სკოლა
ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის შენობაში 200-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქ გორიდან და სოფლებიდან აჩაბეთიდან, ნიქოზიდან, ტყვიავიდან და ტირძნისიდანაა.

ისინი დღემდე საკუთარი ნათესავების და ახლობლების ძიებაში არიან და იმედოვნებენ, რომ ღმერთის წყალობით ცოცხლებს იხილავენ. ცხინვალიდან ერთ-ერთი დევნილი, გენადი გოგიაშვილი იხსენებს მასზე განხორციელებულ მოროდიორობის ფაქტს:

- ”სოფელში, რომ შევედი ქუჩაში არავის ჭაჭანება არ იყო. იქ მცხოვრებმა ოსის ქალმა, რომ დამინახა, მომაძახა: სად მიდიხარო? დავეჭვდი, რატომ მეკითხება-მეთქი და მანქანით გავყევი, რომ მივუახლოვდი, ავტომატის გასროლის ხმა გავიგონე. მოვტრიალდი და ოთხი იარაღიანი პირი დავინახე, რომლებმაც ტელეფონი წამართვეს, მაგრამ გამიშვეს. მაშინვე სახლისკენ გავეშურე. სახლი დაცხრილული დამხვდა, ფანჯრები ჩამსხვრეული, ავეჯი კი დალეწილი. ყურადღება არაფერს მივაქციე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე. უცებ, ფეხის ხმა შემომესმა, რომ მოვტრიალდი, ორი ავტომატიანი, ქართულ ენაზე მოსაუბრე ოსი დავინახე. მაშინვე ფული და ძვირფასეულობა მომთხოვეს, მე, კი რაც გამაჩნდა ყველაფერი გამოვუტანე და ამით თავი გადავირჩინე, ეტყობა არ მეწერა სიკვდილი... ასე ”გამოვასწარი” ჩემი სახლიდან. მეორე დღეს გავიგე, რომ ჩემი ორივე მანქანა წაეყვანათ. აი, ასე დადიან და დათარეშობენ”, - იხსენებს ცხინვალის მკვიდრი.

უკვე მეხუთე დღეა, რაც მე-12-ე ბაგა-ბაღში განთავსებული დევნილი შიდა ქართლელები უცხო ჭერქვეშ ათენებენ ღამეს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

დევნილები კერძო შემოწირულობების ხარჯზე არსებობენ და ურთიერთთანადგომით გააქვთ თავი. მათ არაერთი მოუგვარებელი პრობლემა აქვთ. შენობაში არ დგას საწოლები, არ არის თეთრეული, პირადი ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი.

ბაგა-ბაღი №12
აქ 130 დევნილია განთავსებული. წლების მანძილზე უმოქმედოდ მიტოვებული შენობა საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარია. ნაგებობა ავარიულია. ამორტიზებულია წყალგაყვანილობა, კედლებიდან ჟონავს წყალი, შენობაში არ არის ელექტროენერგია და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ დღემდე, შიდა ქართლიდან დევნილები, ღამეს ღია ცისქვეშ, საბავშვო ბაღში დამონტაჟებულ სკამებზე ათენებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენობაში არამარტო საწოლები, არამედ დასაჯდომი სკამიც კი არ მოიპოვება.

არადა, დევნილებს შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალბატონი, მეძუძური დედა, ჩვილი ბავშვები და მოხუცებულები არიან, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

Presa.ge-სთან საუბრისას დევნილებმა გულისწყრომით აღნიშნეს, რომ მათი სატკივარით ხელისუფლება არ დაინტერესებულა, ხოლო როდესაც ადგილობრივ გამგეობას მიაკითხეს, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიუგო:

- ”ქვეყანაში ომია, გასაჭირია და აბა, სხვანაირად როგორ გინდათ,რომ იყოთ?”.

ამის საპასუხოდ, ტყვიავიდან დევნილი ლალი მჭედლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: ”კარგად გვესმის, რომ ომია და ჩვენ ვიწვნიეთ კიდეც მისი შედეგი, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება? ელემენტარულად გამოსაცვლელი ტანსაცმელი, დასაწოლი ადგილი და ჰიგიენური საშუალებები არ გაგვაჩნია. გვყავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც მედიკამენტებს საჭიროებს, ასევე ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანები, ასაკოვანი მოხუცები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ”.

- ”ჩვენ მარტო ყურადღებას ვითხოვთ. პირადად მე გთხოვთ დახმარებას, რომ ჩავიდე ტყვიავში და ჩემი მოხუცები ჩამოვიყვანო”, - გვეუბნება თვალზე ცრემლმორეული ქალბატონი და თავის გულისტკივილს გვიზიარებს.

- ”სოფელ ტყვიავში დედამთილ-მამამთილი დავტოვე. მეუღლე პატიმარი მყავს. სოფლიდან ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოვიქეცი. აქ გავიგე, რომ სახლი დამიწვეს. რაც შეეხებათ მოხუცებს, მეუბნებიან, ცოცხლები არიანო, მაგრამ სიმართლე არ ვიცი”.

დღემდე ეს ადამიანები ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით არსებობენ და იმედი აქვთ, რომ მათ გასაჭირს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს.

ბაგა-ბაღი №210
აქ კი შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული 200-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქ გორიდან და სოფელ ერედვიდან არიან. პრობლემები ყველგან თითქმის ერთნაირია: არ აქვთ საწოლები და თეთრეული. თუმცა, დევნილების თქმით, მათ საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის პრობლემა შედარებით მოგვარებული აქვთ, რისთვისაც პირველ რიგში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს და კერძო პირებს უხდიან მადლობას, ვინც მათი სატკივარი გაითავისა.

P.S. მიუხედავად, საომარი მდგომარეობისა, ცხოვრება გრძელდება. 15 აგვისტოს, ხელოვნების მე-3 სამუსიკო სკოლის შენობაში კიდევ ერთი ქართველი დაიბადა. Presa.ge ულოცავს გოგიაშვილების ოჯახს ვაჟიშვილის შეძენას, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას და ღმერთის წყალობას უსურვებს.




niedziela, 1 czerwca 2008


ამა წლის 26 მაისს მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით აღლუმზე. გამოვედით მელიქიშვილის ქუჩაზე, გზა ჩაკეტილი იყო დიდი ყვითელი ავტობუსებით, რომლითაც სპეცნაზელები იყვნენ მოსულები. ისინი გზის მეორე მხარეს იმალებოდნენ ხელკეტებით და ფარებით.

მათ უკან ჩვეულებრივი მოაქალქეები იდგნენ, რომლებსაც სახელმწიფო პირები ლანძღავდნენ ბოლო სიტყვებით. ცოტა მოშორებით ძველ სასტუმრო ”ივერიასთან” იდგნენ სახანძრო მანქანები, დაახლობით 20 ყვითელი ავტობუსი, რომლებიც სავსე იყო მძიმედ შეიარაღებული სპეცნაზელებით.

როდესაც გადაღება დავაპირე სპეცნაზელებმა დამინახეს, ზოგმა ნიღაბი ჩამოიფარა ზოგმაც კი ხელის შეშლა დამიწყო, მაგრამ ფარულად მოვახერხე გადაღება. ვერის ქუჩები იყო გადაკეტილი რადგან შეშინებულ სპეცნაზელებს ხალხის ეშინოდათ. მეტროსთან სპეცნაზელები ამოფარებულები იყვნენ ყვითელ ავტობუსს.

ამ დროს გამოჩნდნენ ოპოზიციონერები, მაგრამ სპეცნაზელები ადგილიდან არ იძვროდნენ. როცა ხალხი მოუახლოვდა სპეცნაზელებს, ნაწილი გაიქცა, მაგრამ ნაწილი მაინც დარჩა.

ხალხმა ავტობუსებზე გადმოძრომა მოინდომა, სპეცნაზელები ავტობუსებში ჩაჯდნენ და წავიდნენ. საით, ვერ გავიგე. ისინი ჰაერივით გაქრნენ, რომლის დანახვაც ვერ მოვასწარი. როცა სპეცნაზი გარბოდა, მათ ხალხმა ხელი არ ახლო. სპეცნაზი წავიდა!

ხალხის ნაკადი დიდი ხანი მოდიოდა სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ. როცა პარლამენტთან მივდიოდით, გზაზე მოდიოდნენ სხვადასხვა ფირმის მანქანები სადაც ორი ან ერთი კაცის მეტი არ იჯდა. ადამიანების აზრით, ამ მანქანებში იჯდა სპეცნაზი, ოღონდ სამოქალაქო ტანსაცმელში.

გზაზე საკმაოდ ჩქარი ტემპით მოდიოდნენ აღლუმიდან წამოსული ხალხი, რომლებიც ბატონი მიხეილის მომხრეები იყვნენ. პარლამენტთან როცა მივედი ბევრი ხალხი იყო და ყველა პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვდა.

როცა დავაპირე თავისუფლების მოედნიდან წამოსვლა, შევამჩნიე სპეცნაზელები რომლებიც სხვადასხვა შენობებში იმალებოდნენ. ელოდებოდნენ ალბათ შესაფერის დროს, თავიანთი ძალის გამოსაყენებლად. გაუშვებნენ ცრემლსადენ გაზს, ჩართავდნენ ულტრა-ბგერით აპარატებს და მოაწყობდნენ 7 ნოემბრის მსგავს დღეს და არ დაენანებოდათ თავისი ერი საცემად, ან მოსაკლავად. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამას არავინ ელოდა.

wtorek, 11 marca 2008

მერე რა რომ ზამთარია?



środa, 5 marca 2008

დახატულია, ან გადაღებული...

ავტორი ამტკიცებს, რომ გადაღებულია ფოტოაპარატით. დიზაინერები ამტკიცებენ, რომ ეს არის '3D' მოდელირების შედეგი.

wtorek, 4 marca 2008

ფრთხილად ჯუნგლებში!

ტურისტების ჯგუფს არც კი ეგონა, რომ მათი მორიგი ექსკურსია ასე ტრაგიკულად დამთავრდებოდა. ერთი მათგანი, ”კოლეგის” გადაყლაპვის შემდეგაც კი ვერ ისვენებს და ფოტოებს იღებს.

მათ გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი, რომლემაც დაიჭირა ანაკონდა. გველი გაკვეთეს, მაგრამ ის ტურისტი უკვე მკვდარი იყო. მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.

ძიება ბლოგში

Loading...