niedziela, 1 czerwca 2008


ამა წლის 26 მაისს მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით აღლუმზე. გამოვედით მელიქიშვილის ქუჩაზე, გზა ჩაკეტილი იყო დიდი ყვითელი ავტობუსებით, რომლითაც სპეცნაზელები იყვნენ მოსულები. ისინი გზის მეორე მხარეს იმალებოდნენ ხელკეტებით და ფარებით.

მათ უკან ჩვეულებრივი მოაქალქეები იდგნენ, რომლებსაც სახელმწიფო პირები ლანძღავდნენ ბოლო სიტყვებით. ცოტა მოშორებით ძველ სასტუმრო ”ივერიასთან” იდგნენ სახანძრო მანქანები, დაახლობით 20 ყვითელი ავტობუსი, რომლებიც სავსე იყო მძიმედ შეიარაღებული სპეცნაზელებით.

როდესაც გადაღება დავაპირე სპეცნაზელებმა დამინახეს, ზოგმა ნიღაბი ჩამოიფარა ზოგმაც კი ხელის შეშლა დამიწყო, მაგრამ ფარულად მოვახერხე გადაღება. ვერის ქუჩები იყო გადაკეტილი რადგან შეშინებულ სპეცნაზელებს ხალხის ეშინოდათ. მეტროსთან სპეცნაზელები ამოფარებულები იყვნენ ყვითელ ავტობუსს.

ამ დროს გამოჩნდნენ ოპოზიციონერები, მაგრამ სპეცნაზელები ადგილიდან არ იძვროდნენ. როცა ხალხი მოუახლოვდა სპეცნაზელებს, ნაწილი გაიქცა, მაგრამ ნაწილი მაინც დარჩა.

ხალხმა ავტობუსებზე გადმოძრომა მოინდომა, სპეცნაზელები ავტობუსებში ჩაჯდნენ და წავიდნენ. საით, ვერ გავიგე. ისინი ჰაერივით გაქრნენ, რომლის დანახვაც ვერ მოვასწარი. როცა სპეცნაზი გარბოდა, მათ ხალხმა ხელი არ ახლო. სპეცნაზი წავიდა!

ხალხის ნაკადი დიდი ხანი მოდიოდა სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ. როცა პარლამენტთან მივდიოდით, გზაზე მოდიოდნენ სხვადასხვა ფირმის მანქანები სადაც ორი ან ერთი კაცის მეტი არ იჯდა. ადამიანების აზრით, ამ მანქანებში იჯდა სპეცნაზი, ოღონდ სამოქალაქო ტანსაცმელში.

გზაზე საკმაოდ ჩქარი ტემპით მოდიოდნენ აღლუმიდან წამოსული ხალხი, რომლებიც ბატონი მიხეილის მომხრეები იყვნენ. პარლამენტთან როცა მივედი ბევრი ხალხი იყო და ყველა პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვდა.

როცა დავაპირე თავისუფლების მოედნიდან წამოსვლა, შევამჩნიე სპეცნაზელები რომლებიც სხვადასხვა შენობებში იმალებოდნენ. ელოდებოდნენ ალბათ შესაფერის დროს, თავიანთი ძალის გამოსაყენებლად. გაუშვებნენ ცრემლსადენ გაზს, ჩართავდნენ ულტრა-ბგერით აპარატებს და მოაწყობდნენ 7 ნოემბრის მსგავს დღეს და არ დაენანებოდათ თავისი ერი საცემად, ან მოსაკლავად. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამას არავინ ელოდა.

Brak komentarzy:

ძიება ბლოგში